- Advertisement -

ქიბარ ხალვაში: მე არ მითქვამს ვყიდი მეთქი ტელევიზიას, არ ვაპირებ უახლოეს მომავალში

626

ქიბარ ხალვაშის განცხადებით რუსთავი 2-ში ძალის გამოყენებით შესვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ტელეკომპანიაში უახლოე პერიოდში შევა, თუმცა არა დღეს და ხვალ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედს განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გაყიდვას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. 

"ძალის გამოყენება, ამ შემთხვევაში უპისპირდება სახელმწიფოს და არა მე, ფიქრობს რომ სახელმწიფო ძალით დაუპირსიპირდება, ეგეთი რამე პრაქტიკაში საქართველოში არ არსებობს, არ ვიცი ეს ხელისუფლება მოახერხებს თუ არა, ჩვენ თვითონ ჩვენს თავზე გვაქვს განცდილი უკანონობა, დაგვიწვეს, წაგვართვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს და შემდეგ აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო იყო უკანონოდ ჩვენს წინააღმდეგ და ეს ყველაფერი არის ინსპირირებული სააკაშვილის მიერ და ის ხალხი ბარიკადებზე მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას.

მე არ მითქვია, რომ მაგას ვყიდიმეთქი, არ ვაპირებ უახლოეს მომავალში და ვთქვი, რომ ვერ შეგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება რუსთავი 2-ის მფლობელი ვიქნები, იმიტომ რომ ჯერ უნდა შევაფასო, გავაკეთო და თუ ბიზნესი მომგებიანია, წარმატებული იქნება იქნება, თუ არადა უკეთესი ადამიანი ვინც უკეთესად გააკეთებს, იმას მივყიდი და იქნება იქ, ჩვეულებრივი კომერციაა",-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. 

ცნობისათვის, ნიკა გვარამიამ გუშინ გაკეთებული განცხადებით ქიბარ ხალვაშს შესთავაზა ტელეკომპანიის 100%-იანი წილის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის მიყიდვა შესთავაზა.  

Comments
Loading...