- Advertisement -

ქობულეთში, გელაურის საბავშვო ბაღში კიბეებიდან ბავშვი ჩამოვარდა-პედაგოგებმა სამსახური დატოვეს

869

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გელაურის დასახლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კიბეებიდან ბავშვი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად აღსაზრდელი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში "აიპრესს" განუცხადეს, შემთხვევა საბავშვო ბაღში 12 ივლისს მოხდა და ამ დროისათვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ განცხადებები დაწერეს და სამსახური დატოვეს. 

"ბავშვი 5 საფეხურიდან გადმოვარდა, რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია,მსუბუქი დაზიანება ჰქონდა, ერთი დღე იყო სტაციონარში, ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა და სახლში გამოწერეს, დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობა. 

რაც შეეხებათ თანამშრომლებს, პედაგოგმა და ძიძამ, რომელიც იმ წუთას მოვალეობას ასრულბდნენ, თავისი განცხადებით წავიდნენ სამსახურიდან. მეორე დილით სანამ ჩვენ რაიმე ზომის მიღებას დავიწყებდით, დილის შემოვლები მქონდა, სანამ დავბრუნდებოდი, მოვიდნენ და თავისით დაწერეს განცხადება, ამიტომ ჩვენ უკვე არანაირი ზომების მიღების აუცილებლობა აღარ გვქონდა. 

ბავშვი თავს კარგად გრძნობს, არ ჰქონდა რაიმე ისეთი დაზიანება, უბრალოდ, ჩვენ მაინც ყველა გამოკვლევა ჩავუტარეთ",-განაცხადეს ბაღების გაერთიანებაში. 

Comments
Loading...