ქობულია: 2025 წლის ჩათვლით, ყოველ წელს 50-70 ათასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი  უნდა შეიქმნას

22

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სადაც სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარადგინა.

“ჩვენი ეკონომიკური განვითაარების სტრატეგია მიზნად ისახავს 3 რამეს, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეს არ არის უბრალოდ ლოზუნგი. ეს არის ჩვენთვის რეალური დიდი გამოწვევა. ჩვენ ვიცით, რომ უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც რჩება ძალიან მაღალი. ეს არის ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და ჩვენ ვისახავთ მიზნად შეიქმნას სამუშაო ადილები.

ჩვენი გეგმის მიხედვით უნდა შეიქმნას დამატებით 50 ათასი, 70 ათასი სამუშაო ადგილი წელიწადში, 2025 წლის ჩათვლით, ყოველ წელს”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...