- Advertisement -

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო 10 დეპუტატი ათას-ათასი ლარით დაჯარიმდა

309

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათ მოქმედ და ორ ყოფილ პარლამენტარს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ჯარიმა დაეკისრათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს – არჩილ თალაკვაძეს, აკაკი ზოიძეს, გუგული მაღრაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, ოთარ ჩრდილელს, ირაკლი აბუსერიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, თამაზ ნავერიანს და პაატა მხეიძეს.

ასევე, დამოუკიდებელ დეპუტატ რამაზ ნიკოლაიშვილს. პარლამენტის ყოფილ წევრებს თემურ მაისურაძეს და ვლადიმერ აჩბას.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციაშია ნათქვამი, სულ შემოწმდა საქართველოს პარლამენტის 14 წევრი და საქართველოს პარლამენტის ერთი თანამშრომელი – ჯამში 15 თანამდებობის პირი.

უარყოფითად შეფასდა 13 პირი (12 პარლამენტარი და ერთი საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი), არ დაჯარიმდა პარლამენტის 2 წევრი.

2017 წელს, "შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოწმებას დაექვემდებარა მხოლოდ დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები.

წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციების რაოდენობა შეადგენდა 284 დეკლარაციას.

მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

მონიტორინგის შედეგად 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.

Comments
Loading...