- Advertisement -

ქუთაისის მერია:გარემოვაჭრეთა ადგილების დასუფთავება ანტისანიტარიის გამო მოხდა

510

ქუთაისში ჭავაჭვაძის ქუჩაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გვიან ღამით გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. როგორც მერიაში აცხადებენ აღნიშნული ღონისძიება ქალაქში შექმნილი ანტისანიტარის გამო ჩატარდა და ამის შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღით ადრე იყვნენ გაფრთხილებულები.

"ანტისანიტარიის გამო მოხდა ადგილის დასუფთავება . რამდენიმე დღით ადრე ყველა გარემოვაჭრე იყო გაფრთხილებული. მერიას არ აქვს მათი დაჯარიმების უფლება. და თუ ისინი ეცდებიან თვითნებურად განაახლონ მუშაობა მაშინ მერია აცნობებს პოლიციას, რადგან პოლიციას აქვს მათი დაჯარიმების უფლება. ბაზარში შესთავაზეს შესვლა გარე მოვაჭრეებს და გარკვეული პერიოდი ექნებათ შეღავათები",-აცხადებენ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სმასახურში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე წელია გარემოვაჭრეობის აკრძალვას ითხოვენ.მათი თქმით გარემოვაჭრეებს ბიუჯეტში თანხა არ შეაქვთ და სავაჭრო ცენტრების მუშაობასაც აფერხებენ.

Comments
Loading...