- Advertisement -

ქუთაისის მერია: სახელმწიფო კერძო ბიზნესში არ ერევა

713

ქუთაისის მერიაში ,,გირჩის" ბრალდებებს პასუხობენ. რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ჩინელ ბიზნესმენზე ზეწოლას ახდენს. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და თუ ვინემ მერიის სახელით ახორციელებს მსგავს ქმედებას ეს გამოძიების საკითხია.

"სახელმწიფო არ ერევა კერძო ბიზნესში. აღნიშნული ფართი ავარიულია და მესაკუთრეები ამაზე საუბრობენ. თუმცა, ქალაქის მერია ამაში არ ერევა, თუ ვინმე მერიის სახელით სარგებლობს, მაშინ ეს გამოძიების თემაა და საკითხს შსს-ს გადავცემთ,"-განაცხადა ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "გირჩის" ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჩინელ ბიზნესმენზე ზეწოლას ახდენს და მისგან ფართის დათმობას მოითხოვს.

Comments
Loading...