- Advertisement -

ქუთაისის მერი: ერთ ღამეში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც ერთი თვეში შეიძლება მოსულიყო

351

"12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა.

მურღულიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიიღეს.

"მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. პირველ რიგში სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა"- განაცხადა მურღულიამ.

Comments
Loading...