გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ჯარისკაცმა გოგონა სცემა
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, კონფლიქტი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა.
"126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით კი აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“-განუცხადეს "აიპრესს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.