- Advertisement -

ქუთაისში მწერალთა სახლის ადგილას 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება

437

ქუთაისში მწერალთა სახლის ადგილას 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება – განხორციელდება 18-20 ლარის ინვესტიცია. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "აიპრესთან" განაცხადა.

"იმ ადგილას სიმწვანე დარჩება. კრიტიკოსები, რომ არიან და უბრალოდ უნდათ, რაღაც აკრიტიკონ, კარგად გახსოვთ რა დღეში იყო მწერალთა სახლის შენობ, მე არ ჩამიგდია ამ დღეში", – აღნიშნა მურღულიამ.

როგორც მან აღნიშნა, სასტუმრო რომელიც მწერალთა სახლის ადგილას აშენდება, იქნება ყველაზე დიდი, რომლის მოცულობის სასტუმროს მსგავსი ქუთაისში აქამდე არ ყოფილა. გაკეთდება ასევე მწერალთა სახლის დარბაზი, რომელიც 350 კვ.მ იქნება.

"წლებია, ათწლეულებია ასეა ეს შენობა. თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდოდა გაეკეთებინა, ვინ უშლიდა? მე ვნახე ასეთი ანტისანიტარია. ხშირი იყო სახანძრო გამოძახებები. ჟურნალისტების მიერ ხშირად იწერებოდა, რომ ეს მიტოვებული ტერიტორიაა. ამიტომ მოვიძიეთ ინვესტორი და დავდეთ პირობა, რომ იქ უნდა აშენდეს სასტუმრო. პროექტი უკვე თითქმის მზადაა და შემოვა. პირობაა, რომ ის სიმწვანე უნდა შენარჩუნდეს და 350 კვ.მ ფართი თავისი გარემონტებული დარბაზით მწერალთა კავშირისთვის უნდა აშენდეს. მერია შესაბამისი ფორმით გადასცემს მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს.ანუ იმ ადგილას მწერალთა კავშირი იქნება, ოღონდ არა დანგრეული, არამედ კარგი და მოვლილი. 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და 120 ნომრიანი, ყველაზე დიდი სასტუმრო აშენდება. მაქსიმუმ 3 წელში უნდა აშენდეს, მაგრამ ინვესტორი 2 წელიწადში დასრულებას ფიქრობს", – აღნიშნა შოთა მურღულიამ "აიპრესთან" საუბრისას.

ცნობისთვის, მწერალთა სახლის შენობა ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე წლებია ამორტიზირებული და ავარიულია. აღნიშნული ტერიტორია ინვესტორს გადაეცა და ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Comments
Loading...