- Advertisement -

ქუმსიშვილი: ევროპის საინვესტიციო ბანკთან ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

573

„საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან (Vazil Hudak) შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გასული, 2016 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ ევროს მიაღწია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის“ პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის”.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

Comments
Loading...