- Advertisement -

ქუმსიშვილი პუტინის გამოსახულებიან შოკოლადებზე: არ ვიცი რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი

337

"არ ვიცი ამ ადამიანს რა უდევს ამ განზრახვის უკან, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ამაზე შემიძლია მორალურად გიპასუხოთ", – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართულ ბაზარზე პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება კანონმდებლობას, ალბათ, ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც კანონს კარგად იცნობს, უნდა ნახოს აქ გვაქვს ჩვენ რაიმე ინსტრუმენტი, თუ არა. ზოგადად პროპაგანდა არ ვარგა", – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...