- Advertisement -

ქუმსიშვილი: ჩვენ არ მივმართეთ პოპულიზმს და პენსიების მატების შესახებ არჩევნებამდე არ განვაცხადეთ

338

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა არ მიმართა პოპულიზმს და პენსიების მატების შესახებ არცევნებამდე არ განაცხადა",- ამის შესახებ ქუმსიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

"დღეს წარმოგიდგინეთ 2018 წლის ბიუჯეტი და ის ძირთადი მიმართულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ის სრულ შესაბამისობაშია იმ დაპირებებთან, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ხალხს მივეცით. რამდენიმე დღის წინ დამთავრდა ადგილობრივი არჩევნები. ჩვენ არ გამოვიყენეთ პოპულისტური ხერხი და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გავზრდიდით პენსიას, არ გავაკეთეთ ეს განცხადება", – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მინისტრმა პარლამენტს რეფორმების განხორციელების სფეროში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Comments
Loading...