- Advertisement -

ქუმსიშვილი: ჩინეთთან შეთანხმება ვაჭრობისა და ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

471

„ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის, საერთაშორისო ინვესტიციების, ვაჭრობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ახალ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აჰყავს ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 13 მაისს გაფორმდა.


დოკუმენტს ხელს მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2015 წლის მარტში დაიწყო, როდესაც მაშინდელმა ვიცე–პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაძლებლობების შესწავლის მემორანდუმს მოაწერა ხელი. 

Comments
Loading...