- Advertisement -

ქუმსიშვილი: ჩინეთი ჩვენს საბანკო და ფინანსურ სექტორებში ინვესტიციის შემოსვლას წაახალისებს

478

ჩინეთის მთავრობა წაახალისებს ადგილობრივი კომპანიების მხრიდან საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორებში ინვესტიციებს წაახალისებს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტისას მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომლის დროსაც მოხსენება გააკეთა საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, დადებითი გზავნილი, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრემიერმა გააკეთა, პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკით მსხვილი ჩინური კომპანიების დაინტერესებაზე.

ფორუმის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან “CEFC“ საქართველოში ახალი ბანკის – „საქართველოს განვითარების ბანკის“ დაფუძნების შესახებ მემორანდუმს. ახალი ბანკი ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

Comments
Loading...