- Advertisement -

ქუმსიშვილი: ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

483

დიმიტრი ქუმსიშვილი: მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, რაც გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.

„მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება, რაც გაზრდის მობილობას ქვეყნის შიგნით და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს“, – ამის შესახებ განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმა გაწერილია კონკრეტულ ვადაში და სრულ თანხვედრაშია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების მიმართულებასთან, რაც მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ წლის დასაწყისიდან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში 105%-ით შეასრულა გეგმა. ესაა 200 მლნ ლარზე მეტი, რაც აბსოლუტურად გვარწმუნებს, რომ ჩვენი დაგეგმილი პროექტები ამ მიმართულებით, აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Comments
Loading...