- Advertisement -

ქუმსიშვილი: 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა

397

2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები", – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზე.

ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე – 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა", – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.

Comments
Loading...