- Advertisement -

ქუცნაშვილი: სააკაშვილი თავისი საქციელით უკრაინის მთლიანობისთვის ბრძოლას ხელს უშლის

300

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილი თავისი საქციელით უკრაინის მთლიანობისთვის ბრძოლას ხელს უშლის.

"აპატრიდი სააკაშვილი დღეს ფაქტობრივად იდევნება უკვე უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისათვის, ასე რომ, მისი დაკავების საფუძველი არ გახლავთ ექსტრადირების მოთხოვნა.

უკრაინა ცხელ ომშია რუსეთის ფედერაციასთან და ამ დროს სააკაშვილი თავის დაქირავებულებთან ერთად აწყობს აქციებს ქვეყნის დედაქალაქში. ამას სხვა რა ქვია, თუ არა, უკრაინის მთლიანობისათვის ბრძოლაში პირდაპირი ხელის შეშლა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", – აღნიშნავს ქუცნაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ სავარაუდო თარიღად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 11 დეკემბერს ასახელებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

Comments
Loading...