- Advertisement -

ქუცნაშვილი საკონსტიტუციო პროცესზე: ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის დიაპაზონს ვერ ვხედავ

410

"მე ვერ ვხედავ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის დიაპაზონს, ეს არ ჩანს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი რუსთავი 2-თან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს.

"ეს დიაპაზონი, როგორც ასეთი, არ არსებობს, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენთან ოპონირება გადის არა შეთანხმებაზე, რომელიც განვითარებას და ლოგიკას ეფუძნება, არამედ სურვილზე, რომ მე მინდა ჩავიგდო პოლიტიკური ძალაუფლება ხელში",-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისათვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო პროცესში კონსენსუსის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კონსენსუსის მისაღწევად პარტიებმა დიალოგი უნდა დაიწყონ. მისივე თქმით, კონსტიტუცია კონსესუსით უნდა იყოს მიღებული და არა მხოლოდ უმრავლესობის მხრიდან. 

Comments
Loading...