- Advertisement -

ქუცნაშვილი: უკრაინელებმა გამოსცადეს რისკის ფასი, როცა გაქცეული სააკაშვილი სახურავზე იხილეს

318

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინა რისკზე წავიდა, როდესაც სხვა ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი პირი – სააკაშვილი შეიფარა და უკვე გაიგო აღნიშნული რისკის ფასი, როდესაც სააკაშვილი "სახურავზე იხილა".

"ნათელია ის, რომ როგორც კი რომელიმე ქვეყანა დაუშვებს კომპრომისს სხვა ქვეყანაში დანაშაულის ჩამდენი პირის შეფარების თაობაზე, საკუთარ თავს გაწირავს ამ რისკისთვის და უკრაინელებმა გამოსცადეს ამ რისკის ფასი, როცა ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეული სააკაშვილი, ამჯერად უკვე უკრაინის მართლმსაჯულებას გაქცეული, სახურავზე იხილეს", – აცხადებს ქუცნაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი დაპატიმრებიდან უკვე 12 საათი გავიდა და სავარაუდოდ, წინასწარ პატიმრობაში იგი კიდევ 2 დღე დარჩება. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ სავარაუდო თარიღად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი 11 დეკემბერს ასახელებს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

Comments
Loading...