- Advertisement -

ქუცნაშვილი უმცირესობას: საქართველოს ტერიტორიების 25% გაყიდეთ და ოკუპაციაში მოაქციეთ

438

"ბატონმა სერგიმ იკითხა საქართველო მიწის რამდენი პროცენტი არის უცხოელებთანო? ოკუპირებული და პრივატიზებული ტერიტორიების ჯამი არის 25%-ზე მეტი, ცოტაა თუ ბევრი თქვენთვის? მოგწონთ ეს თქვენ? სირცხვილი თქვენ რომ საქართველო ვერ დაიცავით და გაყიდული და დაპრყობილი დაგვიტოვეთ საქართველოს ტერიორიის 25%",-ამის შესახებ საპარლამენტი უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა აფხაზეთში და ცხინვალში ქართული მიწების ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე შესაჩერებლად კონსტიტუციაში უნდა აისახოს. 

"ლაპარაკობ გაყიდული და დაპყრობილი ტერიტორიის სახელით და ამაყობ, რა გაქვს საამაყო, ესენი ლაპარაკობენ ვაჟკაცობაზე, ღირსებაზე, პატრიოტობაზე, რა ვაჟკაცობაზე ლაპარაკობ? თუ ჩვენ გვინდა ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთში შევაჩეროთ ქართული მიწების გაყიდვა ჩვენი ნებართვის გარეშე, ძირითად კანონში უნდა არსებობდეს ეს წესი, თუ ეს არ იქნება დე-ფაქტო ხელისუფლებები გაწევენ პროპაგანდას, რომ ხომ დაშვებულია თქვენი კანონითაც უცხოელებზე გაყიდვა და რა დავაშავეთ, რაც გააკეთეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, ის გავაკეთეთ სოხუმში, ცხინვალში და მერე სერგი კაპანაძე აგებს პასუხს ჩენი წინაპრების და შთამომავლობის წინაშე? ჩვენ ვაგებთ პასუხს, ამიტომ ამ შიშველ, სუსტ დემაგოგიას არ უდა ავყვეთ არავინ, ესენი არიან ის ხალხი, ვინც საქართველოს 25% გაყიდეს და ოკუპაციაში მოაქციეს. როგორ შეიძლება ამათ ელაპარაკებოდე საზოგადოების წინაშე",-განაცხადა ქუცნაშვილმა. 

Comments
Loading...