- Advertisement -

ღვინიანიძე: შრომის ინსპექციაზე ჩანაწერის წინააღმდეგი მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ბიზნესი იყო

512

"EMC-ის სხვა თანაავტორებთან ერთად გვქონდა კომისიაში წარდგენილი ჩვენი შეთავაზება სხვადასხვა მუხლთან მიმართებით, მათ შორის ერთ-ერთი იყო შრომის უფლების ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ ჩანაწერი",-ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა, ადამიანის უფლებების იურისტმა ლინა ღვინიანიძემ აიპრესთან განაცხადა. 

მისივე თქმით, იგივე მოთხოვნა ჰქონდა საიას, ომბუდსმენს და თუმცა კომისიამ საბოლოო პროექტში არ ასახა ეს შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება, კონსენსუსი არსებობდა. 

ლინა ღვინიანიძის განცხადებით ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვილილებების პროექტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ აღარ გაკეთდა. 

"თავად კომისიის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს იყო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნეს ორგანიზაციების კონსულტაციები, რომლის შედეგადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ ამოეღოთ ეს ჩანაწერი იმ ვერსიიდან რაც თავის დროზე შეთანხმებული იყო, ანუ ეს იყო ეკონომიკური გუნდი საქართველოს მთავრობის",-განაცხადა ლინა ღვინიანიძე. 

Comments
Loading...