- Advertisement -

ყვარლის მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

452

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა სოფელ საბუეში მოხდა. 35 წლის ქალს 75 წლის მამამთილმა სანადირო თოფიდან ესროლა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ზაზა კოპლატაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრილს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

შშს-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა,მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...