- Advertisement -

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ” – პოროშენკომ კვირიკაშვილს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა

607

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია, ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერება; დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება; სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების გააქტიურება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის" სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში – "ერთი სარტყელი – ერთი გზა" ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ყურადღება ასევე დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", – მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.

Comments
Loading...