- Advertisement -

შავგულიძე: თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე ელისაშვილთან კონსულტაციები გვაქვს

528

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ საარჩევნო ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იყოს.

როგორც შავგულიძემ „აიპრესს“ განუცხადა, ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია მიმდინარეობს, თუმცა პროცესი არ დასრულებულა, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

„რაც შეეხება კონკრეტულად ალეკო ელისაშვილს, მიგვაჩნია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი. თბილისის რეალური გულშემატკივრობით, თავისი კომპეტენციით ამ სფეროში და იმავდროულად თავისი კეთილსინდისიერებით. რა თქმა უნდა, სასურველი კანდიდატი იქნება ჩვენგან რომ იყოს მხარდაჭერილი თბილისის მერობის კანდიდატად. მასთან გვაქვს კომუნიკაცია, გვაქვს ურთიერთობა და ვნახოთ როგორ დასრულდება ჩვენი კომუნიკაცია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...