- Advertisement -

შავგულიძე: “ქართულ ოცნებას” გენეტიკური ლტოლვა აქვს არაფორმალური მმართველობის მიმართ

502

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამო, კერძოდ, საარჩევნო სისტემის გამო აკრიტიკებს. როგორც შალვა შავგულიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ხელისუფლების არგუმენტი, რომ ბლოკების არ არსებობის შემთხვევაში პარტიები ინდივიდუალურად განვითარდებიან, დემაგოგიაა. მისივე თქმით, თავად "ქართულ ოცნებას" არაფორმალური ბლოკი აქვს შექმნილი. 

"ბლოკებთან დაკავშირებით ხელისუფლების მთავარი მესიჯი არის ის, რომ ამით მათ სურთ პარტიებს საშუალება მისცენ განვითარდნენ, კი არ გაერთიანდნენ ბლოკებში , არამედ დამოუკიდებლად განვითარდნენ და შედგნენ როგორ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, ეს ხომ აბსოლუტური დემაგოგიაა. 

თავად ქართული ოცნება არაფორმალურ ბლოკებს არ ქმნის მაგალითად კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები, ასე ვთქვათ, საკუთარ სხეულზე რომ მიიწება, შეიყვანა პარლამენტში, სიებშიც ჩასვა მათი წარმომადგენლები, ლიდერები, შეიყვანა პარლამენტში საკუთარი სხეულით, შემდეგ იქ შეუქმნა დამოუკიდებელი ფრაქციები, ეს არ არის არაფორმალური ბლოკი და ასეთ არაკეთილსინდისიერ … ,მგონი ქართულ ოცნებას რაღაც გენეტიკური ლტოლვა აქვს საერთოდ არაფორმალური მმართველობის მიმართ და ამ შემთხვევაშიც ეს გააკეთეს. ამას არ სჯობს კეთილსინდისიერად არსებობდეს ბლოკი, ვიდრე არაფორმალურად უკანონოდ, ასეთი მახინაციებით გააკეთო იგივე, ეს ხელს უწობყობს იმ პარტიების განვითარებას?"-განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

Comments
Loading...