- Advertisement -

შავშვები – ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

413

 

გორის მუნიციპალიტეტში, შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამის შესახებ განცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს

გამგეობის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამოდენიმე ბრიგადა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც მაშველებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.

ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ხანძრის გამოწვევის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Comments
Loading...