- Advertisement -

შალვა თადუმაძე: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება

273

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განსახორციელებელ იურიდიულ პროცესებს განმარტავს.
მისი განმარტებით, უწყებების გაერთიანების შესახებ კანონპროექტები ჯერ მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი, შემდეგ პარლამენტში დასამტკიცებლად. კანნპროექტის მიღების შემდეგ, უკვე განხორციელდება უწყებების შერწყმა-გაერთიანების პროცედურა.

''შერწყმა-გაერთიანების პროცედურის შემდეგ, დაინიშნება მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტში, ნდობის განსაახლებლად, შესაბამის საპარლამენტო მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შემდეგ გაერთიანებული სამინისტროები გამოაცხადენ კანონის დადგენილი წესით ოპტიმიზაცია -რეორგანიზაციის პროცედურას“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმის შემდეგ სახელი შეეცვლება.

შალვა თადუმაძე ვარაუდობს, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას 2018 წლამდე გამოუცხადებს.

''მთავრობა აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში, ნებისმიერი საკადრო ცვლილება, რომელიც განხორციელდება, ჯდება იმ ოდენობაში, ნდობის საკითხი არ დადგეს პრობლემად. ამდენად, მთავრობა საკანონდმებლო ცვლილებების და ახალი ნდობის მოპოვებისთვის წარდგენამდე ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს საქმიანობას'', – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

Comments
Loading...