- Advertisement -

შალვა თადუმაძე: 9 წელი ვუყურებდით მოძალადე პროკურატურას

133

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, პროკურატურას ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი აქვს და სამართლიანობის აღდგენაზე მოლოდინი იმაზე მაღალია, ვიდრე ამ ინსტიტუტს არსებული რესურსებით შეუძლია.

"საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი წინა კვირას წარმოქმნილი პრობლემა არ არის, ამ ინსტიტუტს წლებია ეს პრობლემა გააჩნია. გახსოვთ ის თაობა ვართ, ეს იყო პროკურატურა საბჭოთა საქართველოსი, რომელიც რეჟიმის პროკურატურა იყო და ბუნებრივია მის მიმართ დამოკიდებულება არ იყო დადებითი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა, ჩვენ მივიღეთ განუკითხაობის რეჟიმი, რის შემდეგაც დაერქვა კორუმპირებული პროკურატურა.

იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ მოვალეობებს, მაგრამ სტერეოტიპი, რომ პროკურატურა არის კორუმპირებული, ასეთი ჩამოყალიბდა სამწუხაროდ იმ პერიოდში. მე მაშინ მომიწია საადვოკატო საქმიანობა და ზუსტად მახსოვს ის განცდა, კორუფცია როგორ ამრუდებდა სამართალს და როგორ ისახებოდა ის შემდეგ ინსტიტუტზე.

ამის შემდეგ რაღაც რეფორმები განხორციელდა, კორუფციაზე უარი ითქვა, გარემონტდა შენობები, აყვანილი იქნა ახალი თანამშორმლები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მოძალადე პროკურატურა და მას ვუყურებდით 9 წელი. მე ეს შიშის განცდაც მახსოვს, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში და რა განცდა ჰქონდა თავად მას და მის ოჯახს, ამ მოძალადე პროკურატურისგან რამდენად შესაძლებელი იყო ადამიანის დახსნა. ამ ფონზე ეს დაახლოებით 20 წლის პერიოდი, პროკურატურას ეს პრობლემა გააჩნდა და ბუნებრივია ამ შემადგენლობით ამ ინსტიტუტს ვერ ექნებოდა მაღალი ნდობის ხარისხი", – განაცხადა შალვა თადუმაძემ არლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

შალვა თადუმაძე ირწმუნება, რომ 2012 წლის შემდეგ პროკურატურა კორუფციისგან, ძალადობისგან აბსოლუტურად გათავისუფლდა.

"მაგრამ სამწუხაროდ ეს ინსტიტუტი პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი ხდება. 2012 წლის შემდეგ გატარდა ბევრი რეფორმა და ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ ნებისმიერი წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას", – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მთავარი პროკურორობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

დღესვე რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მის კანდიდატურას კენჭს უყრიან.

Comments
Loading...