- Advertisement -

შალვა ნათელაშვილი: კურდღელ ივანიშვილს მივმართავ, დაიწყე ბარგის ჩალაგება და დაახვიე აქედან!

13

“პირადად ივანიშვილს მივმართავ, იმიტომ რომ ყოველგვარი ხელისუფლება საქართველოში დღეს არის ერთი, გადამგდები თაღლითი, მშიშარა, კურდღელი გვარად ივანიშვილი. მე მას მივმართავ – დაიწყე ბარგის ჩალაგება შენი მთავრობიანად, შენი პარლამენტიანად. დროზე დაახვიე აქედან!” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
The post შალვა ნათელაშვილი: კურდღელ ივანიშვილს მივმართავ, დაიწყე ბარგის ჩალაგება და დაახვიე აქედან! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...