- Advertisement -

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

246

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.
"არ მიხარია იმის დაწერა რაც ახლა უნდა დავწერო, მაგრამ გაჩუმებით ფაქტი არსად გაქრება. ფაქტი კი ისაა რომ ბოლო ერთი თვე პუტინმა მოახერხა პოზიციების სერიოზული გამყარება და ლეგიტიმაცია.

ფიფას პრეზიდენტმა, კორუმპირებული ბლატერის ღირსეულმა მემკვიდრემ ინფანტინომ მას ჯერ დიფირამბები უმღერა და მერე მედლები დაარიგებინა. ინფანტინო ბლატერზე უფრო დახვეწილია – ახერხებს ერთდროულად იყოს პუტინის თაყვანისმცემელიც და პოლიტკორეტჩიკიც (ტრიბუნებზე მჯდარი ლამაზი გოგოების ჩვენებას კრძალავს).

ერთი უწყინარი ფრაზის გამო ლამის მთელმა ხორვატმა ერმა რუსეთს ბოდიშები და მადლობები უხადა. ამ მხრივ მათმა მოსექსუალო პრეზიდენტმა ყველაზე მეტად ისახელა თავი. მე პირადად ოდესღაც მაოცებდა როგორ ახერხებდა ბრეჟნევი ყველას კოცნას, მაგრამ ეს არაფერია ამ ქალის ჩახუტებებთან შედარებით.

მუნდიალის შემდეგ კი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა.

რუსეთში გატარებული არაპოპულარული რეფორმები მედვედევს ეტენება. აქ მახსენდება სვიფტი და მისი იაჰუები. იაჰუების ბელადი მოადგილედ ყველასგან საძულველს ირჩევს ხოლმე რომელსაც ატყდება თავს ხალხის რისხვა.

ლოგიკურია რომ ჩვენ ნატოს სამიტზე ვიღებთ კრენდელის ხვრელს (дырка от бублика).

და ალოგიკურია რომ ყველაფერ ამის ფონზე გვინიშნავენ ალბათ ყველაზე უფრო მეტად გამოუცდელ მთავრობას რაც კი ოდესმე გვყოლია.

I am afraid ორ წელიწადში კიდევ უფრო მძიმედ ვიქნებით", – წერს პოლიტოლოგი facebook-ში

Comments
Loading...