- Advertisement -

“შენც დარგე”- 27 მაისს ლისის ტბის ტერიტორიაზე ხეებს დარგავენ

502

27 მაისს, 11 საათზე, ლისის ტბის ტერიტორიაზე (ამერიკულ აკადემიასთან მდებარე პარკინგიდან რამდენიმე მეტრში), გაიმართება ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ აქციაში, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ჩართულია საქართველოს რკინიგზაც.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში რკინიგზელები ოჯახის წევრებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მთავარი აქტივობა ხეების დარგვაა. რკინიგზელთა შვილებისათვის კი, სხვადასხვა სახის თამაშებია დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყრება ახალ წამოწყებას.

საქართველოს რკინიგზა პარტნიორ ორგანიზაციებთან ”მაკულიტერატურა” და ”ბიბლუსთან” ერთად დარგავს ხეებს. ამავდოროულად გამოიწვევს სხვა ორგანიზაციებს, არ გადაყარონ ქაღალდი და გადასამუშავებლად ჩააბარონ. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ დაირგვება შესაბამისი რაოდენობის ხეები. ხეების დარგვის კამპანია ,,შენც დარგე!“ ორგანიზაცია ”მაკულიტერატურის” დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი არის მიძღვნილი.

”მაკულიტერატურა” მოსახლეობას საშუალებას აძლევს მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი გადაცვალოს ახლ წიგნებზე და გაამდიდროს თავისი ბიბლიოთეკა. საქართველოს რკინიგზა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტივობებით. რკინიგზელები ამჯერადაც არ დაარღვევენ ტრადიციას და ოჯახის წევრებთან ერთად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვიპაროსის ჯიშის 50 ნერგს დარგავენ.

Comments
Loading...