- Advertisement -

“შეცვალეს” წევრებმა პარლამენტთან ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ბოქლომი ჩამოკიდეს (ვიდეო)

22

როგორც აქციის მონაწილემ განაცხადა, “ცოცხალი ჯაჭვი” დეპუტატების წინააღმდეგ მოეწყო, რათა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ. მათ პარლამენტის შენობასთან დროშა და ბოქლომი ჩამოკიდეს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელი პიკეტირებული და ბლოკირებულია.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო.
საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაიწყო. რუსთაველის გამზირის ნაწილი ჯებირებით არის გადაკეტილი და ადგილზე კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაშლას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. ამ დრომდე პიკეტირებული და ბლოკირებული პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელი.
 

Comments
Loading...