- Advertisement -

“შეცვალეს” წევრებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს კარიბჭეზე ბოქლომები და დროშები დაამაგრეს

12

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტში შესასვლელ ერთ-ერთ კარს ცოტა ხნის წინ ბოქლომი დაადეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები აქვთ გაშლილი.
შესაბამისად, ამ დროისთვის პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ბლოკირებულია.
რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო.

Comments
Loading...