- Advertisement -

შვედეთში საქართველოს საელჩო: თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან

612

შვედეთში საქართველოს საელჩო სტოქჰოლმში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„ყურადღება!

ქ. სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428

საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმარავლ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს!“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დღეს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამვლელებს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მომხდარს შვედეთის პოლიციამ და პრემიერმინისტრმა უკვე ტერაქტი უწოდეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...