- Advertisement -

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზიდან 62 წლის მამაკაცი გაიტაცეს

475

ოკუპანტებმა შიდა ქართლშიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით 62 წლის მამაკაცი ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ახლადგამოჩენილი ხნულების მიმდებარედ აძოვებდა საქონელს.

"ვადასტურებთ ამ პირის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მის გასათავისუფლებლად",-განუცხადეს სუს-ში "აიპრესს". 

Comments
Loading...