- Advertisement -

შოთა მურღულია: მომავალ თაობებს 9 აპრილის მნიშვნელობა და სიყვარული უნდა ვასწავლოთ

619

9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ვიცე გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, და დეპუტატებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს.

"ეს დღე ასოცირდება ჩვენი ხალხის ბრძოლასთან დამოუკიდებლობისთვის. ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ ამ დღის სიყვარული და მნიშვნელობა. ქუთაისში 9 აპრილის ძეგლს არ ჰქონდა სათანადო ადგილი, ჩვენ მას მოვუძებნეთ ყველაზე კარგ ადგილი და ასეც უნდა იყოს, რადგან ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია"-აცხადებს შოთა მურღულია.

Comments
Loading...