გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გირჩის"ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც დაკავების ფაქტი არ დაადასტურეს.
"ზურაბ ჯაფარიძე არ არის დაკავებული, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო 166-ე და 173-ე მუხლებით და საქმის მასალები გადაგზავნილია სასამართლოში, იქ მოხდება მისი დაბარება", – განუცხადეს "აიპრესს" -შსს-ში.