მარნეულის რაიონიდამ 17 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვანი გოგო და მისი სავარაუდო გამტაცებელი ნაპოვნია. თუმცა, როგორც აიპრესს შსს-ში განუცხადეს გატაცებაში ბრალდებული დაკავებული არაა.
"უკვე სახლშია ეს გოგონა, გოგონას გამტაცებელიც ნაპოვნია, ჩვენებები მისცეს, გამტაცებელი დაკავებული არ არის ამ გოგონას ჩვენების საფუძველზე, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს",-განაცხადეს შსს-ში.
კითხვაზე გოგონა ამჟამად მშობლებთან სახლში იმყოფება თუ არა, შსს-ში განაცხადეს, რომ როგორც უთხრეს გუშინ სახლში წავიდოდა.
" არ ვიცი, ახლა დღეს სად იქნება, ჩვენ მაგას უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ",-განაცხადეს შსს-ში.