- Advertisement -

შსს: “მარშის” ორგანიზატორების განცხადებებზე რეაგირება თათია დოლიძის მომართვის შემდეგ მოხდება

501

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ძალადობრივ განცხადებებზე, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა, შსს მიმართვის შემთხვევაში დაიწყებს მოკვლევას.

"უნდა მოგვმართოს პოლიციას განცხადებით, რის შემდეგაც მოხდება კანონის შესაბამისად რეაგირება",-განუცხადეს "აიპრესს" შსს-ში.

თათია დოლიძის მისამართით "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ძალადობრივი ხასიათის კომენტარები სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გავრცელდა.

Comments
Loading...