"ქართული მარში" სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა "მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ცემეს
"პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია "ქართული მარშის" ლიდერი – სანდრო ბრეგაძე !!!", – ამ ინფორმაციასტან ერთავ "მარშის" წერვრები ფოფოსაც ავრცელებენ.
"აიპრესი" აღნიშნულ ინფორმაციაზე შსს-ს დაუკავშირდა.
"ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა" – განუცხადეს "აიპრესს" შსს-ში