- Advertisement -

შსს: საგარეჯოში დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია, მის მიმართ ქურდობის ფაქტზეა საქმე აღძრული

524

საგარეჯოს რაიონში დაკარგული არასრულწლოვანი ბიჭი ნაპოვნია. როგორც აიპრესს შსს-ში განუცხადეს, არასრულწლოვანის მიმართ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ არასრულწლოვანი ფერმაში მუშაობდა. ფერმის მეპატრონე მას ცხენების ქურდობას ედავება. 

"გუშინწინ შემოსული შეტყობინების საფუძველზე სამძებრო ღონისძიებები იყო დაწყებული, ღამით იპოვეს. წარმოდგენილი იყო პოლიციის გაყოფილებაში გამოკითხვის მიზნით და სოც მუშაკთან ერთად დაიკითხა, რადგან ფერმის მეპატრონეს, სადაც ეს ბიჭი მუშაობდა, ჰქონდა პრეტენზია რომ დაიკარგა ცხენები. გამოძიების ფარგლებში დაიკითხა, საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაკავებას არ ნიშნავს, 15 წლის არის. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. მეპატრონეს ჰქონდა განცხადება შემოტანილი, რომ ორი ცხენი დაიკარგა. ნივთმკიცების სახით ამოღებულია 2 ცხენი",-განაცხადეს შსს-ში. 

Comments
Loading...