- Advertisement -

შსს-ს არქივმა 9 აპრილთან დაკავშირებული უნიკალური საარქივო მასალა გაასაჯაროვა

684

შსს-ს არქივმა წიგნი – "9 აპრილი" გამოსცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა.

წიგნის საშუალებით პირველად გასაჯაროვდა საქართველოს სსრ-ს უშიშროების კომიტეტისა და პარტიული არქივის ფონდებში დაცული მასალები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, ასევე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში გაგზავნილი დაშიფრული დეპეშები, პლენუმისა და ბიუროს სხდომის და საგაზეთო ფონდის მასალები.

პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეები, ისტორიკოსები, მკვლევარები, სტუდენტები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დასასრულს, 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება გაიმართა.

Comments
Loading...