- Advertisement -

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია

383

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ბექა დოჭვირი მტავარი პროკურატურის მიერ ქალაქ რუსთავში 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის დააკავების ფაქტზე განმარტებას აკეთებს.

"საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება" – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.

Comments
Loading...