- Advertisement -

შსს: “ღამის მგლების” ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა

541

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შემოუშვებდა საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. „ღამის მგლების“ ორგანიზებულ დაჯგუფებებს, რომლებიც თბილისში, 9 მაისთან დაკავშირებით, მასშტაბური პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ", – ამის შესახებ "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების – „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. 

"როგორც ცნობილია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების“ ორგანიზებულ ჯგუფებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ.

შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების – „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს", – გავითხრეს შსს-ში.

Comments
Loading...