- Advertisement -

შს მინისტრი: ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ჩვენს ზონას, სად შევიდეთ და სად არა

243

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას 12 მაისს ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

"როგორც შედეგი – ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, მსგავსი ქმედებების ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ კლუბებში. ასევე გეტყვით, რომ განჩინება ჩვენ არ გვქონდა მარტო 2-ზე, გვქონდა ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება . რისი ბრალი იყო ეს, ცუდი მენეჯმენტის ზოგ შემთხევვაში, უკონტროლობის თუ ა.შ. და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამას არ აქვს არანაირი გამართლება. სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს შეზღუდავს ჩვენს ზონას – სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ.

ის, რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, სარგებელი უნდა ყოფილიყო და უდაოდ არის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...