- Advertisement -

შს მინისტრი პარლამენტის ნდობის ჯგუფს საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას გააცნობს

20

ვახტანგ გომელაურის ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და განსახორციელებელ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამებისთვის გამოყოფილ თანხებს შეეხება.
ასევე დაგეგმილია სხვადასხვა თემების განხილვა, რომელიც ეხება უწყებაში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა, რაც დაკავშირებულია საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებზე;
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ვახტანგ გომელაური წარადგენს საიდუმლო შესყიდვის შესახებ ინფორმაციას.
„ჩვენ გავეცნობით სახელმწიფო საზღვართან მიმართებაში არსებულ ვითარებას. ასევე მივიღებთ ინფორმაციას ზოგადად ოპერატიული საქმიანობის შესახებ, რამდენადაც ახალი რეგლამენტის მიხედვით ნდობის ჯგუფის კომპეტენციაში შედის არამხოლოდ საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღება და გაანალიზება, არამედ ასევე საიდუმლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა. ცხადია, ამ საკითხების გარდა ჩვენ შევეხებით ყველა მიმდინარე პრობლემას და საკითხს, მათ შორის, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
The post შს მინისტრი პარლამენტის ნდობის ჯგუფს საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას გააცნობს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...