- Advertisement -

შშმ პირთათვის “სკენარის” ინოვაციური მეთოდით მკურნალობის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

580

ინოვაციური სამკურნალო აპარატის გამოყენებით, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრ "სკენარში" (სააკაძის #1) იქნება შესაძლებელი, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ავრცელებს. 

ცენტრში მკურნალობას პაციენტები სკენართერაპიით მეშვეობით გაივლიან, რომლის სრული კურსი ასევე მოიცავს, ვარჯიშებისა და სპეციალური მასაჟების გამოყენებით ბავშვთა ინსულტის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაციას, პოსტრავმული რეაბილიტაციას, ნევროლოგიური და სხვა დაავადებების მკურნალობას.

აღნიშნული მეთოდით მკურნალობა კი, საქართველოში 2015 წლიდან დაინერგა. მკურნალობის ამ მეთოდს ათეული წლებია წარმატებით იყენებს მსოფლიოს 38 ქვეყანა, მათ შორის ინგლისი, აშშ, რუსეთი, ესპანეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და ა.შ.

"სკენარის" კლინიკას ბრიტანული ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ევროპული სერტიფიკატი და დარეგისტრირებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც სამკურნალო აპარატი. სკენართერაპია ტექნიკურად გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინერგა.

Comments
Loading...