- Advertisement -

ჩარკვიანი: ივანიშვილო, რატომ გააღვიძე ფოფხაძე-ყანდიაშვილის ტროლთა ქარხანა და რატომ მფარველობ?

16

პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილმა რუსეთის უშიშროების ტროლთა ქარხანა გაცოცხლა, რომელმაც დიდი ცოდვები დაატრიალა 90-იან წლებში. ჩარკვიანი ივანიშვილს მიმართავს, რომ რატომ არის ტროლთა ქარხნის დამფინასებელი და მფარველი.
“ერთხელ ივანიშვილის ძალიან ახლობელმა მითხრა, რომ ასე ძალიან რას საყვედურობ ივანიშვილსო. ივანიშვილმა გააღვიძა ის მიძინებული ტროლთა ქარხანა, რასაც ჰქვია ყანდიაშვილ-ფოფხაძის ქარხანა. პროკურორის მოადგილედ მოიყვანა ლაშა ნაცვლიშვილი. ჩვენ ეს შემთხვევითი გვეგონა. შემთხვევითი გვეგონა ისიც, როდესაც კოკა ყანდიაშვილს ჩააბარა კანცელარია. მაგრამ, ეს არ ყოფილა შემთხვევითი. ეს ის ტროლთა ქარხანაა, რომელიც არის რუსთაველის 12-ში იპოვეს. გახსოვთ, ნოდარ მელაძის სიუჟეტი იყო, სადაც თეთრ დაფაზე თაკო ჩარკვიანი შავი ფლომასტერით ეწერა. არჩევნების პერიოდში მათ პროგრამაში ვიყავი კვირების განმავლობაში. აი ამას ვსაყვედურობ, რომ რუსეთის უშიშროების ტროლთა ქარხანა გაცოცხლა, რომელმაც დიდი ცოდვები დაატრიალა 90-იან წლებში. რატომ ხარ ივანიშვილო ტროლთა ქარხნის დამფინასებელი და მფარველი? იმიტომ, რომ თავად ასრულებ რუსეთის დავალებებს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post ჩარკვიანი: ივანიშვილო, რატომ გააღვიძე ფოფხაძე-ყანდიაშვილის ტროლთა ქარხანა და რატომ მფარველობ? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...