“ჩემი გული საქართველოშია”- ნინო ქათამაძემ მოსკოვში Усадьба Jazz 2019-ზე იმღერა(ვიდეო)

12

მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “Усадьба Jazz 2019”-ზე იმღერა. 

რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” მომხმარებელმა “ალექდუბასმა” გაავრცელა. სადაც წერს:

“ძვირფასო ქართველებო, ამ დასვენების დღეების განმავლობაში ბედნიერება მხვდა წილად, წამეყვანა ფესტივალ “Усадьба Jazz”-ის კონცერტები. ახლახანს დასრულდა ნინო ქათამაძის გამოსვლა. მან განაცხადა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია, მე კი განვაცხადე, რომ დღეს მსმენელების გულები მასთან ერთად არის, ანუ ისინიც საქართველოში. ამ ვიდეოში შეგიძლია ნახოთ, როგორ უკრავდნენ მას აპლოდისმენტებს და როგორ აყვნენ სიმღერაში, რადგან ჩვენ სავარაუდოდ ხომ ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობები არ არიან. ოდესღაც ნინომ მითხრა, რომ ქართულში არ არის ერთი სიტყვა, რომელიც ხელის გულებს აღნიშნავს და ახლა, როდესაც ხელებს ერთმანეთს ვუჭერ, ან ვინმეს ტაშს ვუკრავ, მახსენდება, რომ ამას გულით ვაკეთებ. „ყველაფერს, რსაც სიცოცხლე გვართმევს, მუსიკა გვიბრუნებს“ – თქვა ჯონ ლენონმა. მას კი ესმოდა მსოფლიოში მშვიდობის ფასი! ქართველებო, მალე შევხვდებით!”.

 

Comments
Loading...