- Advertisement -

“ჩვენი შრომის 1/3 არ ანაზღაურდება”-“დაამსხვრიე შუშის ჭერი” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

740

მთავრობის ადმინისტრაციასთან ქალთა მოძრაობის აქცია გაიმართა სახელწოდებით "დაამსხვრიე შუშის ჭერი". როგორც კავშირ საფარის აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია განმარტავს, შუშის ჭერი საერთაშორისო ტერმინია, რომელიც უხილავ ბარიერებს გულისხმობს. 

"საუაბრია იმ ბარიერებზე რომელიც ხელს უშლის ქალებს დაწინაურდნენ. ქალები ყველგან იკავებენ მხოლოდ შუალედური მენეჯერების რგოლებს. 10, 20%, ძალიან ცოტა ქალია გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე",-აცხადებს ბაია პატარაია. 

აქციაზე ითქვა, რომ ქალები კარიერაში მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე ადიან და იქ მათი კარიერული წინსვლა სრულდება, რაც სწორედ .ე.წ. შუშის ჭერს წარმოადგენს: "ჩვენი ხელფასი ერთი მესამედით ნაკლებია კაცების ხელფასზე, ჩვენი შრომის ერთი მესამედი არ ანაზღაურდება, ჩვენ არ გვაწინაურებენ, ჩვენ შუშის ჭერი გვახურავს". 

აქციაზე მონაწილეებმა სიმბოლურად შუშის ჭერი დაამსხვირეს. 

Comments
Loading...